1. ადმინისტრაციის პოლიტიკა:
1.1 წესების არცოდნა არავის არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან.
1.2 ადმინისტრაცია არ იძლევა გარანტიას სერვერის და სერვისების მუდმივ ფუნქციონირებაზე და არ აგებს პასუხს იმ ზარალზე რომელიც შეიძლება მიადგეს მომხმარებელს ისეთი გარემოებების გამო რომელიც შეიძლება გამიწვიოს სერვერის ფუნქციონალურობის შეწყვეტამ, კავშირის გაუმართაობამ, პროგრამულ უზრუნველყოფაში დაშვებულიმა დეფექტებმა და სხვა არასასურველმა სიტუაციებმა რომელიც შეიძლება წარმოშვას მოხმარების პროცესში.
1.3 ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას თავისი ნებით განკარგოს სერვერზე და თამაშში მოპოვებული ნებისმიერი ვირტუალური ფასეულობა ყველა ექაუნთზე.
1.4 აკრძალულია ვირტუალირი ფასეულობის, ექაუნთების და სათამაშო პერსონაჟების გაყიდვა და გაცვლა რეალურ ფულზე ან სხვა მატერიალურ ფასეულობებზე. ასეთ ქმედებაში შემჩნეული მოთამაშეებს ჩამოერთმევათ სამომხმარებლო ჩანაწერები და დაიბლოკებიან სამუდამოდ.
1.5 ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას შეუწყვიტოს მომხმარებელს სერვისი მიზეზის ახსნის გარეშე.
1.6 ადმინისტრაცია თავად წყვეტს დასჯის ხერხს და ვადას წესების დარღვევისას.
1.7 ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას შეცვალოს წესები მომხმარებლების დაუკითხავად.
1.8 ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას შეცვალოს, განაახლოს, განავრცოს და გააუქმოს სერვისების პროგრამული მხარე თავისი შეხედულებისამებრ, მომხმარებლების დაუკითხავად.
1.9 ადმინისტრაცია არ აღუდგენს მოთამაშეს მისივე გულუბრყვილობით/დაუდევრობით დაკარგულ ნივთებსა და პერსონაჟებს.
2. პერსონაჟები და ექაუნთები:
2.1 ექაუნთის რეგისტრაციისას კორექტულად შეავსეთ ფორმა. აკრძალულია უცენზურო სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენება. არ შეიყვანოთ არარსებული ან სხვისი ელექტრონული ფოსტის მისამართი. წესების დარღვევით შექმნილი ექაუნთები წაიშლება ადმინისტრაციის მიერ.
2.2 ექაუნთის მფლობელი სრულადაა პასუხისმგებელი ყველა ქმედებებზე რაც განხორციელდა მისი სამომხმარებლო ჩანაწერიდან.
2.3 აკრალულია ექაუნთის ჯგუფური ფლობა. აღნიშნული ქმედება აღითქმება როგორც ექაუნთის გადაცემა სხვა პირ(ებ)ზე.
2.4 პაროლი უნდა იცოდეს მარტო ექაუნთის მფლობელმა. არ გაანდოთ არავის საიდუმლო კოდი. ადმინისტრაცია, როგორც წესი, არ ეკითხება მომხმარებელს თავის პაროლს.
2.5 გაფრთხილდით დაუდასტურებელი და არასანდო ბმულებზე დაგასვლისა და კომპიუტერის დაუცველ მდგომარეობაში დატოვებაზე.
2.6 შეამოწმეთ პერიოდულად ელ.ფოსტა რომელზეც გაიარეთ რეგისტრაცია და შეინარჩუნეთ იგი მუშა მდგომარეობაში. ფოსტის გაუქმებისას შესაძლებელია სხვამ დაარეგისტრიროს იგივე სახელით ახალი ფოსტა და ისარგებლოს ბოროტად.
2.7 სერვერის ადმინისტრაცია განიხილავს წერილებს მხოლოდ რეგისტრირებული ფოსტის ექაუნთებიდან.
3. თამაშის პოლიტიკა:
3.1 აკრძალულია პროგრამების გამოყენება რომლებსაც რაიმე სახით შეუძლით ზემოქმედება კლიენტ-სერვერს შორის პროგრამულ ურთიერთბაში, აკრძალულია ჩიტ-პროგრამების გამოყენება, რომლებიც აადვილებენ სათამაშო პროცესს სხვა მოთამაშეებზე უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით.
3.2 აკრძალულია ბოტ-პროგრამების გამოყენება, რომლებიც მოთამაშის თამაშში არსებობის ემულაციას ახდენენ.
3.3 აკრძალულია სათამაშო კლიენტში ცვლილებების შეტანა, მოდიფიცირება ან სხვა სერვერების პაჩის გადაკეთება ჩვენი სერვერისათვის.
3.4 აკრძალულია ჩატში არანორმატიული ლექსიკის ხმარება და სხვა მოთამაშეების ან მესამე პირების შეურაცხყოფა, მუქარა, გამოძალვა, შანტაჟი, ნაციონალური თუ სარწმუნოებრივი ხასიათის დამამცირებელი მიმართვები, დეზინფორმაცია, ჭორების გავრცელება სერვერის, ადმინისტრაციის ან მოთამაშეების შესახებ.
3.5 აკრძალულია ნებისმიერი სახის თაღლითობა, მოთამაშეების შეცდომაში შეყვანა ადმინისტრაციის სახელით მანიპულირება, განზრახ ადმინისტრაციის პერსონაჟების სახელების მსგავსი პერსონაჟების შექმნა, როგორც თამაშში ასევე რალურ ურთიერთობაში არსებული პროექტის და თამაშის ირგვლივ.
3.6 აკრძალულია ადმინისტრაციის პერსონაჟებზე თავდასხმა, გამოწვევა, მუშაობაში ჩარევა ან ხელის შეშლა, არაკორექტული და ფუჭი შეკითხვების დასმა. ადმნისტრაციასთან ურთიერთობისათვის არსებობს სპეციალური რეპორტის ფორმა.
3.7 აკრძალულია ყველა ქმედება, რომელიც აღითქმება, როგორც სერვერის ნორმალური მუშაობის შეფერხების მცდელობა.
3.8 აკრძალულია წასვლის შესახებ განცხადებების გაკეთება და მოწოდებები თამაშის დანებებაზე.
3.9 აკრძალულია სერვერზე აღმოჩენილი უზუსტობის და ბაგების გამოყენება, მათ შესახებ საჯაროდ წერა და გავრცელება. ამისათვის არსებობს სპეციალური რეპორტის ფორმა ადმინისტრაციასთან.
4. წესების დარღვევისას ადმინისტრაცია მიმართავს შემდეგ სანქციებს:
4.1 ექაუნთის ან სათამაშო პერსონაჟის დროებითი/მუდმივი შეჩერება მომხმარებლისათვის.
4.2 სერვერის ბაგების, უზუსტობის ან აკრძალული პროგრამების გამოყენებით მოპოვებული ვირტუალირი ნივთების ან სტატუსის ჩამორთმევა.
4.3 ექაუნთის და სამომხმარებლო ჩანაწერების გაუქმება და წაშლა. შეიძლება გამოყენებული იქნეს მოთამაშის ყველა დარეგისტრირებული ექაუნთების მიმართ.
4.4 IP მისამართის ბლოკირება და პროექტის რესურსებზე წვდომის აკრძალვა.
4.5 უშუალოდ კომპიუტერის ბლოკირება (მიუხედავად IP მისამართისა) და პროექტის რესურსებზე წვდომის აკრძალვა.
4.6 GM-ების/ადმინისტრატორების/მოდერატორების მიერ დაწესებული ნებისმიერი სახის აკრძალვა ან შეზღუდვა მკაცრად ინდივიდუალურია და შეიძლება განსხვავდებოდეს დარღვევის სიმძიმის მიხედვით.
ადმინისტრაციას შეუძლია შეცვალოს წესები ნებისმიერ დროს ნებისმიერი მიზნით.
მონაცემთა ბაზის ყველა ინფორმაცია ადმინისტრაციის საკუთრებაა.
თქვენ არაფერს ყიდულობთ და ჩვენ არაფერს ვყიდით. თქვენ ეხმარებით სერვერს იმდენად, რამდენადაც სერვერს შეუძლია დაგეხმაროთ. დონაცია ითვლენა სერვერის მიმართ ქველმოქმედებად. შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ადმინისტრაცია შეეცდება მოაგვაროს მოთამაშეების პრობლემები, მაგრამ ამის გარანტიას ჩვენ არ ვიღებთ.
ჩვენს სერვერზე თამაშით და ჩვენი ნებისმიერი სერვისით სარგებლობით, თქვენ ეთანხმებით დაწერილ წესებსა და პირობებს.